პატარობიდან შემაყვარა მამამ სამშობლო ისე, “მამულის სიყვარული” არ უსიტყვია, ეს დიდ აღმზრდელთა უტყუარი არის ნიშანი… მახსოვს, როდესაც სიყვარულზე კითხვა დამისვი, ძლიერ უბრალოდ გიპასუხე მეგობრობაზე, რადგანაც შენზე უკვე ვიყავ შეყვარებული. სადა პასუხის დრო გაჩვენებს ვერჩამწვდარ სიღრმეს, მაშინ თვალები სინანულით აგიცრემლდება…
Posts Tagged ‘სიყვარული’
მომავლის მოგონება
Posted in Uncategorized, tagged დრო, მამული, მეგობრობა, სამშობლო, სინანუ0ლი, სიყვარული on November 22, 2009 | Leave a Comment »
ნოემა
Posted in Uncategorized, tagged დეა, ლურჯი, მთვარე, მუსიკა, ნოემა, პროფილი, სიყვარული, ქალაქი, ჯეირანი on November 22, 2009 | Leave a Comment »
შვიდი დღის ავანგარდული მუსიკა, ანუ შესაქმე ნოემა… სიყვარული ჯეირანი, ტანად ჩემხელა, წელზე მოხვევა-გულით საგრძნობი. ლურჯი ოცნების კაბით მოსილის გვარის ტკივილით გვერდზე გახედვა- შანელის სევდა, დეას პროფილი… თმები-ტალღები, ზღვური სურნელით… პოზა-პასუხი: რკინის ჯებირი… თვალებმა გაგთქვეს თოთო სიმართლით… მთვარე-პოემა… სხვა იყო ბიჯი… სახლისკენ წასვლა- ზღაპრების ბარდნა მოძრაობაში. გარინდებული ფიქრების მალვა. ოქრო შუქობდა ღამის ქუჩაში, გაოცება რომ ცის [...]
დროებით, სიყვარულო
Posted in Uncategorized, tagged იტალია, მთვარე, მუსიკა, რთველი, საქართველო, სიყვარული, სიყვარულო on November 22, 2009 | Leave a Comment »
წვიმის ხშირი წვეთი- ამორძლური თმები, ბუმბერაზი მკერდი- საქართველოს მთები… ხეთა ჯარი, ქარი- ჟღალი მონაჯარი… სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული… ცრემლში ღიმი-სიმი, გულით განასიმი, მზის სიტყვებით სველი ციურ ქართა ველი… ნელად მწველი რთველის დუმილი და დელი… სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული…. აი, ნახე, ცაზე, მასზე, როგორც ზღვაზე, ღრუბლის ტალღად ვალღობ ბალღურ ფიქრთა მაღლობს… ოჰ, შენი სინაზე, ქვაზე რომ ვავაზე… სიყვარულის [...]
სიყვარულის დიალექტიკა
Posted in Uncategorized, tagged გულისხმა, დიალექტიკა, მეგობრობა, მზე, სიყვარული, ჭეშმარიტება on November 22, 2009 | Leave a Comment »
აჰა, ჭეშმარიტება: არის კეთილგონიერება და არის გულკეთილობა… ნათელი გულით ვიმეცნებთ სიბრძნეს, გულისხმა არის სამყაროს ჭვრეტა. რას ვხედავთ მაშინ, როდესაც ვხედავთ? რა გვესმის მაშინ, როდესაც გვესმის და რას შევიგრძნობთ, როდესაც ვცოცხლობთ, სიბრმავეს, კვდომას გამოღწეულნი? ქვეყნიერება-მრავალი ფერი, ერთმანეთისგან განსხვავებული; ერთადერთია თითოეული. ეს კი პირველი სასწაულია- სხვა საოცრებით გრძელდება იგი: როცა ყოველი როკავს გზნებული, ტრფობის მუსიკით ასამებული, კენტად [...]
მშვილდვა
Posted in Uncategorized, tagged ადამიანი, გული, მშვილდოსანი, სიყვარული, სული, ფერი, ფოლიანტი on November 22, 2009 | Leave a Comment »
მშვილდი ჩემი-სიყვარული ჩემი, ისარი-ძალა ტრფობის, მისით კვეთილი სივრცე-მზით გაჯერება ყოფის, ვარ მშვილდოსანი, ფერი ჩემი მოცალე ფერის. მშვილდვაა წერა, მღერა, ფერწერა, ადამიანის გული და სული კი ფურცელი. ფოლიანტია თიხა, კოკადწერძილო, ვინ ხარ?