Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მზე’

მოქუფრულია ზეცა, შავი ფიქრია მთებზე, მზე მონატრებამ შთანთქა, ისევ ვლოცულობ შენზე… ქარბუქით შემორტყმულმა ამოვიარე კლდეზე, არ ვჩივი ეკალ-ბარდებს, ისევლე ვდგავარ ფეხზე. მე უშენობა მტკივა და უფრო მეტად მეტკბი… ცხოვრება, სადაც არ ხარ, არ შემიძლია მეტი. სული გადასწვდა ქედებს, გადაიხედა იქით, მე შენ დაგეძებ ყველგან, ღამით, დღისით და დილით. ილაოს ტკივილებით თავიდან ვიბადები, ტკბილო, ძვირფასო, შენი [...]

Read Full Post »

აჰა, ჭეშმარიტება: ალბათ, შენით თვით ღმერთი მაფრთხილებს. ღმერთი, რომელსაც ვეცემი, თუ ვმუხლგამრობ, მუდამ ვგრძნობ გვერდში (მხოლოდ გოლგოთაზე იმუხლებენ და მხოლოდ გოლგოთაზე იმარჯვებენ). მეუბნებოდი: იფხიზლე! რადგან მის ადგილზე სხვა ყველაფერი კერპია- ჩვენში, თუ ჩვენს გარეთ: სიკვდილია, არარაობა! შენით მაშინ მოსიყვარულე ღმერთი მესაუბრებოდა, ვით სიოს რხევა. დიახ, ცათა ბაგეებო-სულის მეგობრებო: გულის მალამო და ღამეში მზეო. ჩემო ციურო [...]

Read Full Post »

აჰა, ჭეშმარიტება: არის კეთილგონიერება და არის გულკეთილობა… ნათელი გულით ვიმეცნებთ სიბრძნეს, გულისხმა არის სამყაროს ჭვრეტა. რას ვხედავთ მაშინ, როდესაც ვხედავთ? რა გვესმის მაშინ, როდესაც გვესმის და რას შევიგრძნობთ, როდესაც ვცოცხლობთ, სიბრმავეს, კვდომას გამოღწეულნი? ქვეყნიერება-მრავალი ფერი, ერთმანეთისგან განსხვავებული; ერთადერთია თითოეული. ეს კი პირველი სასწაულია- სხვა საოცრებით გრძელდება იგი: როცა ყოველი როკავს გზნებული, ტრფობის მუსიკით ასამებული, კენტად [...]

Read Full Post »

უკვე მერამდენედ ვიღვიძებ ღიმილით, შენებურ სიზმრებით გულგაღიმებული, დილიდან გვერდში ხარ; მძინავს და მიღიმი: ცხოვრება-ღიმილის ლეგენდადქცეული. გულიდან სიცილი სიტყვებით ამომაქვს, სმენით და თვალებით რწყულდები სიცილით, მთელს ტანში დაგივლის სიცილის ტალღა და ბაგეზე ბავშვურად თამაშობს სიცილი. ინანას მსუბუქი და ნაზი ხელებით ზურმუხტებს დაფერავ მთვარული ფერებით, მზერაგამთვარული და ვარდა ტუჩებით დავერცხლილ თასებში მზეს დამეწაფები. იმ ყელში ჩავმალავ ჩემს [...]

Read Full Post »

ღვინისფერი მზე, მთვარისფერი ცა, ტკვილებში დავიბადე, ლხენა მომეცა. სიღრმეების ზღვა, მწვერვალები სხვა, ღვინისფერი მზე, მთვარისფერი ცა. ენკენისთვის 17, 2007 წელი Castiglion Fibocchi კოკა

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,233 other followers