მთვარე თეთრი ვარდია, მზისფერებით საფერი, ტანზე ფიქრი არტყია, უხმო სიტყვით ნამღერი. ჯერ კიდევ მაქვს სასწავლი სიღრმეები უძღები, ჩემო დღესასწაულო, მალე დაგიბრუნდები. და თითო ვარდი-ფიქრის კონა, ჩემს მაგივრად მესიტყვე, კმარა, გული გააღო და გვერდში მნახო, გესიტყვო. თიბათვის 17, 2007 წელი რონდინე, აიაია კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
Posts Tagged ‘თეთრი’
მთვარე თეთრი ვარდია
Posted in Uncategorized, tagged გული, ვარდი, თეთრი, მესიტყვე, მთვარე, უძღები, ფიქრი on November 22, 2009 | Leave a Comment »
ინანას
Posted in Uncategorized, tagged ბაგე, ბურული, გული, დარდი, ვარდი, თაფლა, თეთრი, თითა, ნუკრა, სული, ღამე, ცხადი on November 22, 2009 | Leave a Comment »
თითა თითები-გასაგიჟები, ბურული ღამე-ამორძლის თმები, ნუკრა კისერი-ხელი ფიქრები; სული მიამე. ბაგე ვარდია-თეთრი დარდია, მზის სურნელების ლხენად დამთესო, თაფლა თვალებო, ავაზის კვესნო, გზნების დამკვესნო. არ მსურს და არ გწერ უბრალოდ ლექსებს, რადგან ფურცლად გაქვს უბიწო გული, ვკალმობ ფიქრების მელნით დაგული. ცხადი მახარებს! თიბათვის 9, 2007 წელი რონდინე, აიაია კონსტანტინე (კოკა) ვეკუა