(დედუფლის საბიძაშვილ-სამამიდაშვილო სურათიდან ) თუ დღემდე თმებზე ვხელობდი, მიხვავებია ქებანი, დღეიდან უფრო მაცვიფრებს ვაზივით ხელის მტევანი. მაჯა-შველივით ნაკვეთი, დაკიდებული მღერანი, ქალავ, რა სილამაზეა, ლამის დავმუნჯდე, ღმერთმანი. თითები ჩუქურთმებია- გედის ყელივით ყველანი, აზრი მალია ქარივით, სიტყვამ შეწყვიტოს რებანი. მზის ნაჟური გდის, მზიანო, ვარდის სურნელთა გებანი, დედუფალს კრძალვით გიხრიან თავს მიწაცა და ზეცანიც. ჩემი სამშობლოს ყვავილო, ჩემი [...]
Posts Tagged ‘ვარდი’
ქებათა ქება ხელის მტევნის თლილობას
Posted in Uncategorized, tagged გედი, ვაზი, ვარდი, მაჯა, ნაჟური, სამშობლო, ქება, შველი, ჩუქურთმები on November 22, 2009 | Leave a Comment »
მთვარე თეთრი ვარდია
Posted in Uncategorized, tagged გული, ვარდი, თეთრი, მესიტყვე, მთვარე, უძღები, ფიქრი on November 22, 2009 | Leave a Comment »
მთვარე თეთრი ვარდია, მზისფერებით საფერი, ტანზე ფიქრი არტყია, უხმო სიტყვით ნამღერი. ჯერ კიდევ მაქვს სასწავლი სიღრმეები უძღები, ჩემო დღესასწაულო, მალე დაგიბრუნდები. და თითო ვარდი-ფიქრის კონა, ჩემს მაგივრად მესიტყვე, კმარა, გული გააღო და გვერდში მნახო, გესიტყვო. თიბათვის 17, 2007 წელი რონდინე, აიაია კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
ინანას
Posted in Uncategorized, tagged ბაგე, ბურული, გული, დარდი, ვარდი, თაფლა, თეთრი, თითა, ნუკრა, სული, ღამე, ცხადი on November 22, 2009 | Leave a Comment »
თითა თითები-გასაგიჟები, ბურული ღამე-ამორძლის თმები, ნუკრა კისერი-ხელი ფიქრები; სული მიამე. ბაგე ვარდია-თეთრი დარდია, მზის სურნელების ლხენად დამთესო, თაფლა თვალებო, ავაზის კვესნო, გზნების დამკვესნო. არ მსურს და არ გწერ უბრალოდ ლექსებს, რადგან ფურცლად გაქვს უბიწო გული, ვკალმობ ფიქრების მელნით დაგული. ცხადი მახარებს! თიბათვის 9, 2007 წელი რონდინე, აიაია კონსტანტინე (კოკა) ვეკუა