თითა თითები-გასაგიჟები, ბურული ღამე-ამორძლის თმები, ნუკრა კისერი-ხელი ფიქრები; სული მიამე. ბაგე ვარდია-თეთრი დარდია, მზის სურნელების ლხენად დამთესო, თაფლა თვალებო, ავაზის კვესნო, გზნების დამკვესნო. არ მსურს და არ გწერ უბრალოდ ლექსებს, რადგან ფურცლად გაქვს უბიწო გული, ვკალმობ ფიქრების მელნით დაგული. ცხადი მახარებს! თიბათვის 9, 2007 წელი რონდინე, აიაია კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
Posts Tagged ‘ბაგე’
ინანას
Posted in Uncategorized, tagged ბაგე, ბურული, გული, დარდი, ვარდი, თაფლა, თეთრი, თითა, ნუკრა, სული, ღამე, ცხადი on November 22, 2009 | Leave a Comment »
არ შეიძლება, არა?
Posted in Uncategorized, tagged ბაგე, ინანა, მზე, მზერაგამთვარული, სიცილი, ტალღა, ღიმილი, ცხოვრება on November 22, 2009 | Leave a Comment »
უკვე მერამდენედ ვიღვიძებ ღიმილით, შენებურ სიზმრებით გულგაღიმებული, დილიდან გვერდში ხარ; მძინავს და მიღიმი: ცხოვრება-ღიმილის ლეგენდადქცეული. გულიდან სიცილი სიტყვებით ამომაქვს, სმენით და თვალებით რწყულდები სიცილით, მთელს ტანში დაგივლის სიცილის ტალღა და ბაგეზე ბავშვურად თამაშობს სიცილი. ინანას მსუბუქი და ნაზი ხელებით ზურმუხტებს დაფერავ მთვარული ფერებით, მზერაგამთვარული და ვარდა ტუჩებით დავერცხლილ თასებში მზეს დამეწაფები. იმ ყელში ჩავმალავ ჩემს [...]