შვიდი დღის ავანგარდული მუსიკა, ანუ შესაქმე
ნოემა…
სიყვარული ჯეირანი, ტანად ჩემხელა,
წელზე მოხვევა-გულით საგრძნობი.
ლურჯი ოცნების კაბით მოსილის
გვარის ტკივილით გვერდზე გახედვა-
შანელის სევდა, დეას პროფილი…
თმები-ტალღები, ზღვური სურნელით…
პოზა-პასუხი: რკინის ჯებირი…
თვალებმა გაგთქვეს თოთო სიმართლით…
მთვარე-პოემა…
სხვა იყო ბიჯი… სახლისკენ წასვლა-
ზღაპრების ბარდნა მოძრაობაში.
გარინდებული ფიქრების მალვა.
ოქრო შუქობდა ღამის ქუჩაში,
გაოცება რომ ცის კიბეს აჰყვა.
დუმდა მუსიკა; ყრუ ორკესტრები:
ჩუმი სტანსების თოვა და ძალა,
უცხო ქალაქი ისმოდა მკრთალად.
შემდეგ სიცოცხლემ თაფლისფერების
გაჯერებული მზერით იძალა…
ზარი: “დროებით გემშვიდობები”…
დროის დამსხვრევა მოზაიკებად,
სივრცე-მზეეთის ბურული კარი…
სული ღიმილად აიროკება,
ცა რომ მოჭედოს ყვავილთა ჯარით.
შეხვედრისათვის დამშვიდობება-
ჩვილად ხნიერი ნაიმედარი.
მთვარე-პოემა…